ჩვენ შესახებ
სს ვინდ ფაუერ განახლებადი ენერგიის მიმწოდებელი ქართული კომპანიაა, რომელიც ენერგიის სუფთა და მდგრადი წყაროებით გამომუშავებაზე ეროვნული ტრანზიციის გამოწვევებს ახალი პროექტით პასუხობს. კომპანია შიდა ქართლის რეგიონში რუისის ქარის ელექტროსადგურის პროექტს ახორციელებს.
206 მგვტ დაგეგმილი დადგმული სიმძლავრით პროექტი საქართველოში ყველაზე დიდი ქარის ელექტროსადგურის შექმნას ისახავს მიზნად. სადგურის მიერ გამომუშავებული სუფთა ენერგია სრულად მიეწოდება ადგილობრივ ბაზარს და 350,000 ოჯახის წლიურ მოხმარებას დააკმაყოფილებს, რაც საქართველოს მოსახლეობის 10%-ს შეადგენს.
სს ვინდ ფაუერის მისია განახლებადი ენერგიის მიმართულებით ახალი გადაწყვეტილებების შეთავაზება, ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის მნიშვნელოვნად გაძლიერება და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მხარდაჭერაა.